მთავარი სიახლეების არქივი

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები

მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქედის განყოფილების უფროსთან გოჩა ბერიძესთან და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად სოფელ კოკოტაურში გზის გაწმენდითი სამუშაოები მოინახულა.

ამ დროისთვის მიმდინარეონს შიდა-სასოფლო საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, იწმინდება სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზისდარჩენილი 2 ლოკაცია, სამუშაოები 19 მიმართულებით ხორციელდება, რომელშიც ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა.
აგრძელებს აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის ,,სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი“ კომისია განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახების და ტერიტორიების შესწავლას ოქტომბრის და მერისის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
გეოლოგების ჯგუფმა უკვე შეისწავლა ექვსი ადმინისტრაციული ერთეული.
ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.
მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31 - მამუკა ფარტენაძე.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?