მთავარი სიახლეების არქივი

ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ქედაში

3 მარტს, ქედის საჯარო სკოლის სპორტდარბაზში, ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" მუნიციპალური შესარჩევი ტური გაიმართა.

შეჯიბრში მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან პირველობა წონიარისის მოსწავლეებმა არავის დაუთმეს, მეორე ადგილს ცხმორისის გუნდი, ხოლო მესამეს დაბა ქედის საჯარო სკოლა დაჯერდა.

ჩემპიონატს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, აჭარის ინტელექტკლუბი ახორციელებს, ხოლო ორგანიზებას მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება უწევდა.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. გუნდები 20 აპრილს ბათუმში, რეგიონულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

მორიგი წარმატებები ქედელ ინტელექტუალებს!

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?