ინფრასტრუქტურული პროექტები
7 თებერვალი 2023
მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების ბიუჯეტი 6 501 800 ლარით განისაზღვრა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. წელს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება, როგორიცაა:
• 30 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა;
•სოფელი ქვედა აქუცისა და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა;
• ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ხანდაზმულებისათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის მოწყობა;
• წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა;
• შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია;
• სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია;
• დაბა ქედაში მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს დაიწყო და მიმდინარე წელში დასრულდება;
• დაბა ქედაში, რუსთაველის ქ. N13 და N15 საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ სპორტული მოედნით, ადაფტირებული და ევრო სტანდარტებით აღჭურვილი ახალი პარკის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს დაიწყო და მიმდინარე წელში დასრულდება;
• ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრების კეთილმოწყობა;
• ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში 4 ახალი კაპიტალური სახლი აშენდება.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
მარტი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |