მთავარი სიახლეების არქივი

იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ონლაინ შეხვედრა

ლევან გორგილაძე იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, რომელიც საელჩოს მიერ გამოცხადებულ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამას ეხება.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ასევე რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საგრანტო კონკურსს იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს, წელს ეს პროექტი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად, რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად. მათ შორის, გრანტის ფარგლებში, წელს ქედის მუნიციპალიტეტი ელექტრო მიკროავტობუსს შეიძენს.


2020-2021 წელს, იაპონიის საელჩომ დააფინანსა 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (1’142’467 აშშ დოლარი) 12 პროექტი GGP გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში. პროექტები განხორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო ეკონომიკურად მოწყვლად დასახლებებს. შეიქმნა კრიტიკული ინფრასტრუქტურა სამედიცინო მხარდაჭერისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, საბავშვო ზრუნვის სისტემის განვითარებისა და სხვა სარგებლის შესაქმნელად. იაპონიის საელჩო თანამშრომლობს რეგიონულ თემებთან, რათა გამოავლინოს საჭიროებები და დაგეგმოს საგრანტო პროგრამა საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების შესაბამისად. ბოლო 20 წლის განმავლობაში, იაპონიის საელჩომ დააფინანსა თითქმის 200 პროექტი GGP ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?