მთავარი სიახლეების არქივი

გოგიტიძეების ოჯახის დასახმარებლად ქედის გამგეობამ აქცია გამართა

საყოფაცხოვრებო ნივთები, კვების პროდუქტები, ტანსაცმელი - ეს ის ჩამონათვალია, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეებმა, მუნიციპალური ორგანიზაციების - კულტურის ცენტრის, ბაღების გაერთიანებისა და ხელოვნების სკოლის პედაგოგებმა, 6 აპრილს, სოფელ წონიარისში ხანძრის შედეგად დაზარალებული გოგიტიძეების ოჯახის დასახმარებლად რომ შეაგროვა. ქედის გამგეობამ 9 აპრილს ოჯახი ქირით გაიყვანა და დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე დაბინავა. სადაც დღეს მუნიციპალიტეტის პირველი პირი დავით დუმბაძე მოადგილესთან და წარმომადგენლებთან ერთად ეწვია, ოჯახს აღდგომის დღესასწაული მიულოცა, ვითარებას ადგილზე გაეცნო და შეგროვილი ფუთები გადასცა. ,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტიქიის შედეგად მიღებული ტრამვა შევუმსუბუქოთ ოჯახს. ვფიქრობთ ოჯახი უახლოეს თვეებში უკვე ჩაერთვება ბინის მაძიებელთა პროგრამაში, რომლის ფარგლებში 25 000 ლარს მიიღებს. გარდა ამისა დასახმარებელი აქციები კვლავ გაგრძელდება" - აღნიშნა დავით დუმბაძემ. ოჯახის დიასახლისმა მადლიერების ცრემლები ვერ დამალა და ყურადღებისა და გვერდში დგომისთვის თვითმმართველობას მადლობა გადაუხადა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?