მთავარი სიახლეების არქივი

ქედის თვითმმართველობამ გენდერულ ბიუჯეტზე მუშაობა დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში პროექტზე „პროგრამულ ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინების თაობაზე“ მუშაობა დაიწყო, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.

GIZ-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ნინო ლოლაძემ, დღეს სამუშაო ჯგუფთან პირველი შეხვედრა ონლაინ ფორმატში გამართა, რომელიც კონსულტაციებს უწევს საპილოტე მუნიციპალიტეტებს (ქედა, ოზურგეთი, ზუგდიდი, რუსთავი და გურჯაანი) გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ყველა ჯგუფის საჭიროებებისა და ქალებისა და კაცების ინტერესების გათვალისწინებას ბიუჯეტში.

გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტის პოლიტიკა კი საბოლოო ჯამში თანხების სამართლიან განაწილებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ რესურსების ეფექტიანობასა და საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.

2018 წელს პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგია შეიცვალა და ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე
გენდერულ თანასწორობას მიენიჭა მნიშვნელობა, რადგანაც შესაძლებელი გახდა გენდერული ასპექტების ინტეგრირება ბიუჯეტის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, გენდერული თანასწორობის საბჭოს, სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?