მთავარი სიახლეების არქივი

განსხვავებული რთველი სოფელ ვაიოში

სახალხო ზეიმის პროგრამის ერთ-ერთი სიახლე წელს, სტუმრების რთველში მიპატიჟება იყო. რევაზ შავიშვილი ყოველწლიურად ტონამდე ჩხავერს მოიწევს. ოჯახმა გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 10 000 ლარის ოდენობით დაფინანსება მოიპოვა და საოჯახო ტიპის სასტუმრო მოაწყო. წელს უკვე სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტებს მასპინძლობდნენ. ამიტომაც ღვინოს ოჯახში, ადგილზე აწარმოებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მეუღლესთან - სოფიო ბაკურაძესთან ერთად, სასტუმრო დაათვალიერა და შემდეგ სტუმრებთან ერთად, სადემონსტრაციოდ ჩხავერის კრეფაში მიიღო მონაწილეობა. როგორც შავიშვილებმა აღნიშნეს, შემდეგი ეტაპისთვის ახალი პროექტის დაწერას და პროგრამის ფარგლებში ღვინის მარნის მოწყობას აპირებენ. დაკრეფილი ყურძენი კი სიმბოლურად საწნახელში ზურაბ პატარაძემ და ქედის მერმა ლევან გორგილაძემ იქვე მოწყობილ ქვევრში ჩაწურეს. ქედაში ღვინის ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, ამიტომაც აქტიურად ფართოვდება ღვინის მარნებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროების ქსელი. პ.ს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 57 ფერმერმა სულ 446 276 ლარით ისარგებლა. მათ შორის სატუმროებისა და ღვინის მარნების ქსელის გასაფართოებლად 26 პროექტი დაფინასდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?