მთავარი სიახლეების არქივი

განგაშის ზარის სერვისს ქედაში დონორები გაეცნენ

ქედაში ,,შინ მოვლის" პროგრამის ბენეფიციარები საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო სერვისით სარგებლობენ. კომფორტული, ყელზე ჩამოსაკიდი განგაშის ზარის განმახორციელებელი მოწყობილობით, სერვისით მოსარგებლეები ხმოვან შეტყობინებას აგზავნიან მოხალისესთან, სოფლის ექთანთან ან სახანძრო-სამაშველო სამსახურთან. ვინაიდან ქედა საპილოტე მუნიციპალიტეტია, სერვისი სატესტო რეჟიმში ხორციელდება, რომელსაც დღეს დონორი ორგანიზაციის - ASB-ს წარმომადგენელი ადგილზე გაეცნო. სერვისის მიზანია შეამციროს ჯანმრთელობის გაუარესების, ძალადობის, კრიმინალის, უბედური შემთხვევისა და ა.შ. რისკები. დონორმა და მოხალისეებმა ერთგვარი ტესტი განახორციელეს და ბენეფიციართა პრობლემებზე ადეკვატურ, სწრაფ და ეფექტურ რეაგირებაში თავად დარწმუნდნენ. აღსანიშნავია, რომ სერვისით უკვე სარგებლობენ ხანდაზმულები და კმაყოფილებას გამოთქვამენ. პროექტი ქედაში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, არბაითერ - სამარიტერ - ბუნდის (ASB) საქართველოში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?