მთავარი სიახლეების არქივი

გამგეობის სააქტო დარბაზში დღეს საჯარო ლექცია გაიმართა

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ორგანიზებით, პროექტის - „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში დღეს საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მექანიზმები“. საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების რეალიზაციაში, ასევე მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში საზღვარგარეთ არალეგალური დასაქმების დროს არსებული საფრთხეების, შრომითი ტრეფიკინგის თავიდან აცილების საშუალებების, საკუთარი უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების, მეზობელ სახელმწიფოებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. საჯარო შეხვედრები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი) 63 თემში ჩატარდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?