მთავარი სიახლეების არქივი

გამგეობაში პრიორიტეტების კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედმა პრიორიტეტების კომისიამ, დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვდრას მუნიციპალიტეტის პირველი პირი დავით დუმბაძე უძღვებოდა, რომელმაც სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების პრიორიტეტები განიხილა. თვითმმართველობის სტრატეგია მომდევნო წლებშიც უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას და წინა წლებში დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტების გაგრძელებას. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სფეროების მიხედვით განსახორციელებელი პროგრამები და კაპიტალური პროექტები. კერძოდ: სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დაბისა და ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობა, კულტურული დაწესებულებების მოწესრიგება, სოციალური სახლების მშენებლობა, წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მოსახლეობის მხრიდან დასახელებული პროექტების განხორციელება, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია და ა.შ. კომისიამ მომდევნო სამუშაო შეხვედრა თვის ბოლოს დაგეგმა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?