მთავარი სიახლეების არქივი

გამგეობამ ხალავაშების ოჯახთან დამაკავშირებელი ახალი გზა გაიყვანა

სოფელ კანტაურში, ხალვაშების 7 წევრიან ოჯახს საცხოვრებელთან მისასვლელი საავტომობილო გზა არასოდეს ჰქონიათ. 4 მცირეწლოვანი და 1 ხანდაზმული, ოჯახთან სასწარფო სამედიცინო სამსახურის გამოძახებაც კი შეუძლებელი იყო. მეტიც, ოჯახის უფროსი - ბატონი შოთა ტვირთს ნახევარი კილომეტრის მანძილზე ხელით ეზიდებოდა, რითაც სოფლის ყოფა უფრო ურთულებდა ოჯახს. გამგეობის ინიციატივით, დაპირებისამებრ პრობლემა უკვე მოგვარებულია. კომუნალურსერვისის ახალი ტექნიკით 100 მ მანძილის საავტომობილო გზა იქნა გაყვანილი, დარჩენილი მონაკვეთიდან გატანილი იქნა მიწის მასა და გაფართოვდა შევიწროებული ადგილები. ხალვაშების ოჯახისთვის საავტომობილო მიმოსვლა უკვე შეუზღუდავია, რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის მადლიერნი არიან. ასევე გაიწმინდა სოფელ კანტაურშივე დავით წულუკიძის საკარ-მიდამოში განვითარებული მეწყერი. ქედის გამგეობა მსგავსი ტიპის პრობლემებს მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გადაჭრის.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?