მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

მესამე წელია აღინიშნება ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, რომლის ფარგლებში 1925-26 წლებში დაბადებულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცესებს და NAF-ის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობით ,,შინ მოვლის" პროგრამაში ჩართულ 9 ბენეფიციარს დავით დუმბაძემ, გამგებლის წარმომადგენელ ვაჟა აბულაძესთან და თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად დაბა ქედაში მარტოხელა მარო თურმანიძეს და სოფელ ორცვაში დარეჯან შოთაძეს დღევანდელი დღე მიულოცა და საჩუქრად თბილი სამოსი და ტკბილეული გადასცა. პროგრამით გათვალისწინებულ სიმბოლურ საჩუქრებს სულ 35 ბენეფიციარი მიიღებს. უხუცესებმა კმაყოფილება გამოთქვეს და მადლობა გადაუხადე თვითმმართველობას ყურადღებისათვის.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?