მთავარი სიახლეების არქივი

გამგებელმა მოიალაღეებს შუამთობის დღესასწაული მიულოცა

შუამთობის დღესასწაული სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ქედაშიც დღეს გაიხსნა და ხვალ ოფიციალურად დასრულდება. იგი ტრადიციულად, ქედის მუნიციპალიტეტის ყველა იალაღზე აღინიშნება. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოიალაღეებს შუამთობა წონიარისის მთა საცხორიადან მიულოცა: ,,ყველა მოიალაღეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, დოვლათით და ბარაქით დაბრუნებას ვუსურვებ ბარში! ქედაში შუმათობას ბოლო წლებია აქტიურად აღნიშნავენ, მიხარია როცა განსაკუთრებით ხანდაზმულ მოიალაღეებს ვხედავ გულანთებულს და გახარებულს!" - აღნიშნა დავით დუმბაძემ. მთა საცხორიაზე ამ დროისთვის 18 ოჯახია განთავსებული, რომელთაც ელექტროენერგიის პრობლემა აწუხებდათ. გამგეობამ წინა წლების მსგავსად, ღარათისა და სასადილოს შემდეგ, საჩუქრად გენერატორი ამჯერად საცხორიას გადასცა. ასევე 4 უხუცესი მოიალაღე მთის ტრადიციების შენარჩუნებისთვის ფასიანი საჩუქრებით დაასაჩუქრა. მოიალაღეებმა მადლიერება გამოხატეს გზის მოწესრიგებისთვის, პრობლემების მოგვარებისა და ყურადღებისთვის. მემთივრებს დღესასწაული მიულოცეს ასევე გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, გამგებლის წარმომადგენელმა წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამირან წულუკიძემ და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?