მთავარი სიახლეების არქივი

გამგებელმა ხალხთან ანგარიშის წარდგენა დღეს ოფიციალურად დაასრულა

მუნიციპალიტეტის პირველი პირი ერთი თვეა მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით სისტემატიურად ხვდება. ხალხის მიერ არჩეულმა პირველმა გამგებელმა მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელსა და დაბაში 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მათთან ერთად დაგეგმა სოფლად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრები დღეს ოფიციალურად დასრულდა. სოფელ ორცვის შემდეგ, დავით დუმბაძე დაბა ქედის მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები პრეზენტაციის სახით გააცნო. ,,უაღრესად კმაყოფილი ვარ შეხვედრებით. წელს გამორჩეულად, ხალხმა გამოთქვა კმაყოფილება განხორციელებული პროექტების გამო, რაც სტიმულის მომცემია უფრო მეტი შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებული აქტიურობისთვის, დათმობილი დროისათვის! ასევე ჩემს რწმუნებულებს და მათ სპეციალისტებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ორგანიზებულობისათვის" - აღნიშნა დავით დუმბაძემ. დაბის მოსახლეობასთან შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას ასევე პირიქით გადაუხადა მადლობა, რომ დადებითად აფასებენ იმ სიკეთეებს, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა მეოთხე წელია ახორციელებს. გამგებლის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს ქედის საკრებულო მორიგ სხდომაზე მოისმენს. მანამდე კი შეხვედრა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაა ჩანიშნული.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?