მთავარი სიახლეების არქივი

გამგებელი დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ხვდება

დავით დუმბაძე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს, რომლის მიზანი 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის ამომრჩევლისთვის წარდგენა გახლავთ და ასევე, მიმდინარე წელს სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების უშუალოდ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით დაგეგმვაა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი, დღეს დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის 5 სოფელში: გულებში, აქუცაში, კორომხეთში, ძენწმანსა და ცხემნაში ხვდებოდა ადგილობრივებს. გასულ წელს დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში 19 მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება გატარდა. აშენდა ახალი წყლის სასმელი მაგისტრალი ზესოფელი, გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში ისარგებლებენ ახალი პროექტით. გულებში აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ფარგლებში მოეწყო საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი. მიმდინარე წელს კი, დაგეგმილია აქუცის საავტომობილო გზის მოასფალტება. ასევე დაგეგმეს: აქუცაში, ხუნკუდაში, გულებში, შევაბურსა და ძენწმანში გარე განათების მოწყობა, საყრდენი კედლის გაკეთება. სოფელ ცხემნაში საკანალიზაციო სეპტიკის გაკეთება და ა.შ. გამგებელი მოსახლეობასთან შედხვედრებს ხვალ ოფიციალურად დაასრულებს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?