მთავარი სიახლეების არქივი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის ტერიტორიაზე მდინარე „აკავრეთა“-ს მდინარე „აჭარისწყლის“ შესართავთან, ასევე სოფელ დოლოგანში მდინარე „ბზანა“-ს მდინარე „აჭარისწყალთან“ შეერთების ადგილას მდინარეების მიერ კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან, ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, საჯარო ინტერესთა გამოხატვის თაობაზე, გავრცელდეს საჯარო განცხადება გაზეთ „აჭარაში“, დაბა ქედის ტერიტორიაზე მდინარე „აკავრეთა“-ს მდინარე „აჭარისწყლის“ შესართავთან მდინარის მიერ კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან (77 2503) და სოფელ დოლოგანში მდინარე „ბზანა“-ს მდინარე „აჭარისწყალთან“ შეერთების ადგილას მდინარის მიერ ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან (5 8003) ინერტული მასალის ამოღების მიზნით. განცხადების მიღების საბოლოო ვადა განისაზღვროს გაზეთ „აჭარაში“ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღით. განცხადების მიღება იწარმოებს სამუშაო დღის განმავლობაში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქუჩა #3. მერიის კანცელარიაში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია;

ა) განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) ხელმძღვანელი პირის პირადობის მოწმობა;

გ) საკონტაქტო მონაცემები;

დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შესაბამისი სპეც-ტექნიკის ფლობის შესახებ, ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ქირავნობის შემთხვევაში, ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ე) ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების განხორციელების შესახებ (სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია);

დაინტერესებულმა პირებმა უნდა აიღონ ვალდებულება წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან/და ობიექტის მოშორებით დაიცავონ, ფიქსირებული სხვადასხვა ობიექტის უსაფრთხოება.

დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამტკიცებული ქართული თარგმანი.

განცხადებების განხილვა განხორციელდება საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქუჩა # 3, რის შესახებაც პრეტენდენტების ინფორმირება განხორციელდება მათ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის ან/და წერილობითი ფორმით.

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა წარმოადგინონ დალუქული სახით.

საკონტაქტო ნომერი: 599-85-12-12.

იხილეთ დანართები:

მდინარე ბზანა

მდინარე აკავრეთა

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?