მთავარი სიახლეების არქივი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზუნდაგაში, მდ. აჭარისწყლის სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ნაპირიდაცვითი სამუშაოები განხორციელდება.

არსებული ნაპირის მოხაზულობის შენარჩუნებისა და გვერდითი ეროზიული პროცესების შეჩერების მიზნით, შპს ,,მუხრანის ღვინომ" მიიღო გადაწყვეტილება ტერიტორიაზე ეროზიის საწინააღმდეგო ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობის შესახებ.

ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია მდინარის წყალმცირობის პერიოდში. სამუშაოების განცორციელდება დღის საათებში და დაახლოებით 3 საათს გაგრძელდება.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე დაგეგმილია მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკისა და მასალის მიბილიზება განხორციელდება. სამშენებლო მასალის შემოტანა დაგეგმილია რეგიონში არსებული ლიცენზირებული ობიექტიდან, ხოლო ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული იქნება ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა. სკრინინგის განცხადების თანხმად, მოძრაობა არ იქნება ინტენსიური, აგრეთვე პროექტის მოკლე ვადებისა და მცირე მაშსტაბების გათვალისწინებით, სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

საპროექტო სამუშაოები მოიცავს ექსკავატორით გრუნტის ამოღებას, ქვანაყარი ბერმის მოწყობას, ქვაბულიდან ამოღებული გრუნტით ბერმის თხემისა და ლეიბის მოხრეშვას, უკუყრილის მოწყობასა და დარჩენილი გრუნტის ბულდოზერით ადგილზე მოსწორებას.

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას ტექნიკური მიზნებით წყლის გამოყენება დაგეგმილი არ არის. სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით ტერიტორიაზე წყალი შემოტანილი იქნება ბუტილირებული სახით. ხოლო სამეურნეო-ფეკალური წყლებისთვის დროებითი საასენიზაციო ორმო მოეწყობა.

პროექტის განხორციელების ეტაპზე მოსალოდნელია არასახიფათო და სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება მოხდება შესაბამის კონტეინერებში და გატანილი იქნება ადგილობრივ ნაგავსაყრელზე, ხოლო სახიფათო ნარჩენები (მაგ. ზეთებით დაბინძურებული ჩვრები და სხვ.) დროებით დასაწყობდება საპროექტო ტერიტორიაზე გამოყოფილ სათავსოში და შემდგომი მართვის მიზნით გადაეცემა შესაბამისი ნებართვის მქონე ორგანიზაციას.

წარმოდგენილი სკრინინგის განცხადებით დგინდება, რომ ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელებისას მნიშვნელოვანი ზემოქმედება გარემოს სხვადასხვა კომპონენტებზე მოსალოდნელი არ არის. პროექტი გარემოსდაცვითი ხასიათისაა და უზრუნველყოფს, არსებული ნაპირების მოხაზულობის შენარჩუნებასა და ნაკვეთების დაცვას ეროზიული პროცესებისაგან.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?