გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის ტერიტორიაზე მდინარე „ბზანა“-ს მდინარე „აჭარისწყლის“ შესართავთან მდინარის მიერ კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, საჯარო ინტერესთა გამოხატვის თაობაზე,
სოფელ დოლოგნის ტერიტორიაზე მდინარე „ბზანას“-ს მდინარე „აჭარისწყლის“ შესართავთან მდინარის მიერ კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან (15 540 მ3) ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით განცხადებების მიღების საბოლოო ვადად განისაზღვრა ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
განცხადების მიღება იწარმოებს სამუშაო დღის განმავლობაში 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში. მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქუჩა #3. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), განახლებული;
ბ) ხელმძღვანელი პირის პირადობის მოწმობა;
გ) პრეტენდენტის იურიდიული ან/და ფაქტიური მისამართი;
დ) პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული მისამართი;
ე) ინფორმაცია შესაბამისი სპეც-ტექნიკის ფლობის შესახებ, ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ქირავნობის შემთხვევაში, ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) გამოცდილება ანალოგიური საქმიანობის განხორციელების შესახებ;
უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შემოთავაზებულ სოციალურ პროექტებს.
განცხადებების განხილვა განხორციელდება საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქუჩა N3.
დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა წარმოადგინონ დალუქული სახით.
წარმოდგენილი მასალების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა განხორციელდება შესაბამისი კომისიის მიერ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრეტენდენტების ინფორმირება განხორციელდება მათ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის ან/და წერილობითი ფორმით.
საკონტაქტო ნომერი: 599-85-12-12.
იხილეთ გეოსაინფორმაციო პაკეტი
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |