მთავარი სიახლეების არქივი

ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ოფიციალურად გახსნა

ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ოფიციალურად გახსნა.

დღეს, სახელოვანი პოეტის,მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშისა და პოეტის ვაჟის, ცნობილი კინორეჟისორის ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა.

,,ფრიდონობა" - ასე ეწოდება სახალხო დღესასწაულს, რომელსაც პოეტის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად სწორედ, 17 მაისს აღინიშნება.

სიმბოლურად ფრიდონ ხალვაშის ბიუსტი მწერალთა სახლთან გაიხსნა. ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სასულიერო პირებმა პოეტის საფლავთან სულის მოსახენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.

ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებიდან ცნობილი ლექსები წაიკითხეს.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?