მთავარი სიახლეების არქივი

ფესტივალზე საუკეთესო ქედელი მეღვინეები გამოვლინდნენ

ქედის ღვინის ფესტივალზე, საოკეთესო საოჯახო ტიპის ღვინის მწარმოებლები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

საუკეთესო თეთრი ღვინო - მანანა ბოლქვაძე;

საუკეთესო თეთრი ღვინო - გიორგი აბულაძე;

საუკეთესო ვარდისფერი ღვინო - გიორგი ტაკიძე;

საუკეთესო წითელი ღვინო - ნოდარ შერვაშიძე;

საუკეთესო წითეილი ღვინო - ლომან თურმანიძე;

ნომინაციაში ქედელი ფერმერები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ დააჯილდოვა.

კონკურსში წარმოდგენილი ღვინის დეგუსტაცია, რომელშიც 17 ადგილობრივი ფერმერი მონაწილეობდა, საუკეთესო ღვინოების გამოვლენა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყო.

ქედის მერიამ გამოფენაში მონაწილე ყველა ფერმერს მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა, მათ ფესტივალი საქართველოს ღვინის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან მეხუზლამ მიულოცა.

ფესტივალის მიზანი იყო ქედის ღვინის პოპულარიზაცია, ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენა, მევენახე/მეღვინე ფერმერების მოტივაციის ამაღლება და მუნიციპალიტეტში ,,ღვინის უძველესი გზის" გამოცოცხლება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?