მთავარი სიახლეების არქივი

ფეხბურთში ,,აჩის თასი"-სთვის მოყვარულები ყოველწლიურად იბრძოლებენ

არჩილ ფარტენაძის სახელობის გარდამავალ თასს მინი ფეხბურთში, წელს პირველად ჩაეყარა საფუძველი. საზოგადოების თხოვნითა და გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით, ქედის ,,ბეთლემი"-ს კაპიტნის სახელობის ტურნირი, ეტაპების მიხედვით განხორციელდა და დღეს ოფიციალურად დასრულდა. სასპორტო სკოლის დარბაზში გამართულ ფინალურ თამაშებს პატარა არჩილ ფარტენაძე და აჩის მეგობრები ესწრებოდნენ. სანახაობრივად ტურნირი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. აჩის თასი 2017-ის მფლობელი მახუნცეთის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში 5:4 წონიარისელი ფეხბურთელები დაამარცხა. მესამე ადგილს კი ქედის ნაკრები გუნდი დაეუფლა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გამარჯვება მიულოცა მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ. თასის გათამაშებას ორგანიზებას გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქედის რესურსცენტრი უწევდა. ,,აჩის თასი" -ს გათამაშება ქედაში ერთგვარ ტრადიციად იქცევა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?