მთავარი სიახლეების არქივი

ევროკავშირის პროგრამები ქედაში

30 მაისს, ბათუმში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქედის გამგებელი დავით დუმბაძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში, წარადგინეს ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ახალი პროექტები, რომელიც ევროკავშირის ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსდება. გარდა ამისა, ენპარდის პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარება იგეგმება ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კუთხითაც. ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში ახალი პროექტებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლერბში 4 მლნ 400 ათასი ევროა გამოყოფილი. სამუშაო შეხვედრა დღეს ქედაში გაგრძელდა, რომელიც პასუხისმგებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და უცხოელმა ექსპერტებმა გამართეს. შეხვედრა საჯარო იყო და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება პროგრამის ირგვლივ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიეღო . ღონისძიება ტარდება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და საქართველოს კარიტასთან (Caritas Georgia) თანამშრომლობით.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?