მთავარი სიახლეების არქივი

ეტალონი 2022

,,ეტალონი“ 2022 - ში ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორი ჩხიკვაძემ პირველი ადგილი 76 ქულით 6 წუთსა და 57 წამში მოიპოვა.
,,ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ,,ეტალონი“ 2022 - ის გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძე გახდა. ეს არამარტო მისი, არამედ მუნიციპალიტეტის წარმატებაა. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ,,ეტალონი“ ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ ვულოცავკონკურსში გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ“ - აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.
გამარჯვებული მოსწავლე დღეს, მერმა როლანდ ბერიძემ და გოჩა ტყეშელაშვილმა სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. ღონისძიებას ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები და ოქტომბრის საჯარო სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი“ 2022 პირველი და მეორე ეტაპი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა, რომელშიც 29 მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ მოსწავლე ღებულობდა მონაწილეობას. კონკურსის დასკვნით ტურში მოსწავლეები მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ვიდეო პლათფორმის საშუალებით ჩაერთნენ, რომელსაც ღონისძიების ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?