ესტონელი სტუმრებისთვის ქედის ღვინის საწარმოში ინფო-ტური მოეწყო
ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქრი თურმანიძესთან ერთად, დღეს ესტონელ სტუმრებს და ასოციაცია ,,ერთმანეთისთვის" თავმჯდომარეს სოფიო ბაკურიძეს, ასოციაციის წევრებს და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს აჭარაში ირმა გაბინაშვილს, ოფიციალურად უმასპინძლა. სემინარისა და წარმატებული მაგალითების გაცნობის შემდეგ, სტუმრებისთვის ქედის ღვინის საწარმოში ინფო-ტური მოეწყო, სადაც ასევე კულტურული ღონისძიებები გაიმართა. ანსამბლ ,,ელესას" და ,,ბეთლემის" მიერ შესრულებულმა ფოლკლორულმა სიმღერებმა და ცეკვებმა სტუმრების ოვაციები დაიმსახურა. ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ 27-31 მარტს ქ. ბათუმში, საერთაშორისო პროექტის „აჭარის რეგიონში ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად“ ფარგლებში, ქართულ-ესტონური მხარეების დაახლოების და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ვიზიტით მასპინძლობს ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრის“(ENUT) წარმომადგენლებს, სამუშაო ვიზიტის სამოქმედო გეგმის თანახმად, სწორედ დღეს იყო ქედის მუნიციპალიტეტში ჩანიშნული რამოდენიმე აქტივობა, მათ შორის მახუნცეთში, თამარ-მეფის ხიდის მონახულება. შეხვედრებისას ხაზი გაესვა, ევროპული ქვეყნების დაახლოებასა და მათი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |