მთავარი სიახლეების არქივი

ესტონელი სტუმრები ქედაში წარმატებულ მაგალითებს გაეცნენ

თამარ ბალაძე 34 წლისაა და 11 წლის შვილს მარტო ზრდის. ბარიერები არ აშინებს და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. მეტიც, ქალაქიდან დაბრუნდა სოფლად - გეგელიძეებში და მცირე მეწარმეობას მიჰყო ხელი. სახელმწიფო პროგრამებით ,,აწარმოე საქართველოში" და ,,ემპარდის" ფარგლებში, გახსნა ყვავილების სასათბურე და ჟოლოს ბიზნესიც გასულ წელს წამოიწყო. ბიზნესს ყოველწლიურად აფართოებს. ამჟამად, ღვინის მარანის მოწყობის პროცესშია. პარალელურად თამარი აქტიურად მონაწილეობს ქალთა მიმართ ძალადობისა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ აქტივობებში. არის სხვა ქალბატონებისთვის სამაგალითო, ბარიერების მიუხედავად, როგორ შეიძლება გახდე ქალი-ლიდერი. წარმატებულ მაგალითს ესტონელი სტუმრები და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ერთმანეთისთვის" თავმჯდომარე სოფიო ბაკურიძე, წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ. ქეისი სტუმრებისთვის უაღრესად საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. ასევე დაათვალიერეს ქედის კულტურის ცენტრში, ქალბატონების მიერ ნამუშევარი ხელნაკეთობები (თექა, ნაქარგობები, ტიხარი და ა.შ.). დღის ბოლოს, სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა გადასცა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?