მთავარი სიახლეების არქივი

,,ელესას" მეორე აუდიოალბომის პრეზენტაცია ქედაში

ქედის მერიის ინიციატივით, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესას" მეორე აუდიოალბომის პრეზენტაცია თბილისის შემდეგ, ქედის ღვინის ქარხნის სადეგუსტაციო დარბაზში გაიმართა. პრეზენტაციას აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, მადონა თევზაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ. ლევან გორგილაძემ ,,ელესას" თითეულ წევრს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტში ფოლკლორული ხელოვნების აღორძინებისთვის და ანსამბლის წარმატებებზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა ასევე ფონდ ,,ქართულ გალობას", რომლის ეგიდითაც გამოიცა მეორე ალბომი. საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ, რომელიც დაარსების პერიოდში ,,ელესას" წევრი გახლდათ, დასასრულს ანსამბლთან ერთად ,,მრავალჟამიერი" შეასრულა. ღონისძიება კულტურის ცენტრის რეჟისორს ლია მახარაძეს მიყავდა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?