მთავარი სიახლეების არქივი

ეკონომიკური განვითარების გეგმა მსოფლიო ბანკმა ტექნიკური შეფასების გზით დაამტკიცა

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 200-ზე მეტი გეგმიდან, რომლებიც ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ხელმომწერებმა შეიმუშავეს და მსოფლიო ბანკმა ტექნიკური შეფასების გზით დაამტკიცა, განსაკუთრებით გამორჩეულია ერთი დოკუმენტი. იგი უფრო სიღრმისეულად შესწავლას იმსახურებს.

ეს არის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც შემუშავდა საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში განხორციელებისთვის. ეს არის პირველი და „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“-ის სამდივნოსთვის მიწოდებული ჯერჯერობით ერთადერთი მუნიციპალიტეტთაშორისი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა.

საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობა და საკონსულტაციო პროცესი საქართველოში, ფარგლებში სამივე თვითმმართველობამ თავიანთი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პარტნიორობების ჩამოყალიბება და დამოუკიდებელი საკონსულტაციო პროცესები წამოიწყეს. როგორც სამი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოგვიანებით აღნიშნეს, აღმოჩნდა, რომ მსგავსი იყო მუნიციპალიტეტების გეოგრაფია, ადგილობრივი ეკონომიკის შემადგენლობა, განვითარების გამოწვევები და პრიორიტეტები, შესაბამისად, ბუნებრივი გამოსავალი იყო განვითარების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.

ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერის გარდა, ეს მუნიციპალიტეტები ასევე იღებენ აჭარის ავტონომიური რეგიონის მთავრობის მიერ გამოყოფილ მნიშვნელოვან დაფინანსებას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების წახალისებისთვის.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს მინიჭებული აქვთ „მაღალმთიანი“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ისინი განვითარების მეტი გამოწვევის წინაშე დგანან, ვიდრე საქართველოს სხვა ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტი. თუმცა, ამავე დროს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ეს სტატუსი მათ გარკვეულ უპირატესობებს სთავაზობს.

აქედან გამომდინარე, სამი სამუშაო ჯგუფი გაერთიანდა საერთო სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის განსახილველად და მასზე სამუშაოდ. შეხვედრებში ჩასართავად მათ მოიწვიეს რეგიონული მთავრობის წარმომადგენლები. თანამშრომლობის საკვანძო სფეროებსა და პოტენციურ გადაჭრის გზებზე კონსენსუსის მიღწევა საკმაოდ იოლი აღმოჩნდა. ერთობლივი სამოქმედო გეგმის სამი მთავარი მიზანი იყო შემდეგი:

  • სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდა (ადგილობრივი ფერმერებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებით);
  • ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შექმნა („ჩანჩქერის ბილიკი“);
  • ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბიზნეს მხარდაჭერის სერვისების შექმნა.

2019 წლის 1-ელ ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ერთობლივი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის პროექტი წარდგენილი იქნა ფართო საზოგადოების წინაშე. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი მუნიციპალიტეტების სამმა პირმა ერთობლივად წარმოადგინა აღნიშნული გეგმის ძირითადი დებულებები, რაც იყო საერთო მფლობელობისა და თანამშრომლობის განსაკუთრებული დემონსტრირება. სამივე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ასევე დაესწრნენ აღნიშნულ ღონისძიებას და კიდევ ერთხელ გამოხატეს ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან ერთობლივი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის განხორციელების მზადყოფნა.

გეგმის პრეზენტაციისა და დისკუსიების შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს კომენტარებისთვის გადაეცათ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის პროექტის დოკუმენტი. კონსულტაციების აღნიშნული ფინალური რაუნდის დასრულების შემდეგ, შემუშავდა საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გაიგზავნა ოფიციალური შეფასებისთვის 2020 წლის იანვარში დოკუმენტი ოფიციალურად დაამტკიცა მსოფლიო ბანკმა, ამჟამად კი იგი განხორციელების ფაზაშია.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?