მთავარი სიახლეების არქივი

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი 2 075 200 ლარით განისაზღვრა, რომლის ფარგლებშიც ჯანმრთელობის დაცვის 7 პროგრამა და სოციალური მხარდეჭერის 14 პროგრამა განხორციელდება.

გაიზარდა რიგი პროგრამების დაფინანსება:

,,ოთხ და მეტშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე) ერთჯერადი ფინანსური დახმარება“ მიმდინარე წელთან შედარებით 300 ლარით გაიზარდა და თითოეული ოჯახი მიიღებს 1200 ლარის ნაცვლად მიიღებს 1500 ლარს.

,,0 - დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა მოვლის საჭიროებისათვის ფინანსური დახმარება“ 2023 წელს ბენეფიციარი 50 ლარის ნაცვლად მიიღებს 100 ლარს.

,,გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება“ 100 ლარით გაიზარდა.

ასევე თხევადი აირის შეძენა ვეტერანებისათვის კვარტალში ერთხელ რომელიც იყო 15 კგ 2023 წელს ვეტერანი 20 კგ-ს მიიღებს.

ქედის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 1 976 060 ლარის პროგრამა განხორციელდა.

ასევე, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კუთხით სარეზერვო ფონდიდან 184 684 ლარი დაიხარჯა, რომლითაც 298 ბენეფიციარმა ისარგებლა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?