მთავარი სიახლეების არქივი

დღეს ქედაში, სააახალწლო ნაძვისხე საზეიმოდ აინთო

დღეს ქედაში, სააახალწლო ნაძვისხე საზეიმოდ აინთო.

ღონისძიება საახალწლო კონცერტით დაიწყო, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი ,,ელესა“, ინდივიდუალური შემსრულებელი ირინა დევაძე და ზაურ თებიძე მონაწილეობდა.

,,ბედნიერება, წარმატება და სიახლეები მოეტანოს 2024 წელს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“ - დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა სტუმრებს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წელს განსაკუთრებით ლამაზადაა მორთული ქედის მუნიციპალიტეტი. საახალწლო განათებებით და ილუმინაციებით დაიტვირთა ნაძვისხის მიმდებარე ტერიტორია, განათდა დაბის ქუჩები. ასევე, აღსანიშნავია რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დამატებით, საჩუქრად გადმოგვეცა საახალწლო ილუმინაციები.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა!


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?