მთავარი სიახლეების არქივი

დღეიდან ქედას 2 სრულად აღჭურვილი სამედიცინო ეკიპაჟი მოემსახურება

მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად განახლდა. განახლებული ავტოპარკი ქედის რაიონულ სამსახურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად დაათვალიერა. სამედიცინო წესით აღჭურვილი 22 ჯიპის ტიპის სპეცმანქანა სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 25 მარტს გადასცა. დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანითაა შევსებული. ამათგან 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან - 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, ხოლო 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი. რეგიონებში, ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?