მთავარი სიახლეების არქივი

DCFTA საინფომაციო ცენტრის პრეზენტაციას ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

საწარმო „დარ კაპიტალში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფომაციო ცენტრის ბათუმის ოფისის პრეზენტაცია, 9 მარტს გაიმართა, რომელსაც ქედის მერის მოადგილე გურამ ბერიძე და 10 ადგილობრივი ფერმერი ესწრებოდა.

შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორი კატია კამერერი, ადგილობრივი მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციების, დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის თანადაფინანსებით EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?