მთავარი სიახლეების არქივი

დავით დუმბაძე სოფელ კოკოტაურის აქციის მონაწილეებს შეხვდა

მეორე დღეა სოფელ კოკოტაურის მაცხოვრებლები 220 კილოვატიან ახალციხე-ბათუმის ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. კონკრეტულად კი, ანძის დამონტაჟებას უძველეს სასაფლაოსთან, რომელიც პროექტის განხორციელებისას აღმოჩნდა და აქამდე ადგილობრივებისთვისაც უცნობი იყო. პროექტს საქართველოს ელექტროსისტემა ახორციელებს, რომელთა შეთავაზებით საფლავებს უსაფრთხო ადგილას გადაიტანენ და კეთილმოაწყობენ, თუმცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება და ანძის მონაცვლეობას მოითხოვს. მოლაპარაკებებს აქციის წევრებთან მეორე დღეა აქტიურად აწარმოებს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე: ,,ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ ხალხის ინტერესი მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული, აქტიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან, შევისწავლეთ ვითარება და სამწუხაროდ ტექნიკურად ანძის ადგილმონაცვლეობა შეუძლებელია. ჩვენ პატივს ვცემთ წინაპრებს და ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების დაცვა, რომელიც ჩვენი მომავლის საკეთილდღეოდაა მიმართული. ფაქტები ცხადყოფს, რომ პოლიტიკური სარჩული ადევს და გარკვეული ჯგუფები ამით პროვოცირებენ. მოსახლეობას ვთხოვ კიდევ ერთხელ ნუ აყვება ამ პროვოკლციას" - განაცხადა დავით დუმბაძემ. დღეს აქციაზე იმყოფებოდა უფლებათა დამცველი თამაზ ბაკურიძე და საზოგადოების წევრები. საბოლოო შეთანხმებით მოსახლეობაში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ერთგვარი მედიატორი იქნება ხალხსა და პროექტის წარმომადგენლებს შორის, რათა პრობლემა მაქსიმალურად უმოკლეს დროში უმტკივნეულოდ იქნეს მოგვარებული.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?