მთავარი სიახლეების არქივი

დავით დუმბაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ქედის გამგებელი 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს მოსახლეობას აბარებს. პირველი მაისის, ოქტომბრის, ნაწილობრივ მახუნცეთისა და ზვარის ადმინისტრაციული ერთეულების შემდეგ, დიდთოვლობის გამო შეხვედრები რამოდენიმე ხნით შეჩერდა, თუმცა დღეს ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - ვაიოში, კვაშტასა და სირაბიძეებში შედგა და ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველი პირისგან გამგეობის მიერ განხორციელებული თუ განსახორციელებელი პროექტები და პროგრამები თავად მოისმინეს. ერთად დაგეგმეს სოფელში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიც: ზვარის ცენტრის კეთილმოწყობა, სასმელი წყლის სისტემის აშენება, სველი წერტილებისა და მოსაცდელის რეაბილიტაცია. კვაშატაში სოფლის მედპუნქტთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და სოფლის ცენტრში დეკორატიული ღობის გაკეთება. ზესოფელში სანიაღვრე არხის მოწყობა, საყრდენი კედლის აშენება. ვაიოში გარე განათების, საყრდენი კედლის მოწყობა და სხვა. გასულ წელს ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში 8 მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ჩატარდა, დაეგო ასფალტო-ბეტონის საფარი ვაიოსა და კვაშტაში, ასევე ბეტონის საფარი ზესოფელში. შეხვედრები განსაკუთრებულად მშვიდ გარემოში წარიმართა. მუნიციპალიტეტის პირველ პირს სოფლის სახელით მადლობა გადაუხადეს დიდთოვლობისას დროული და ოპერატიული ღონისძიებებისთვის. აღნიშნეს, რომ ისეთი მაღალი სოფლისთვის, როგორიც სირებიძეებია, ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ ან საავტომობილო გზაზე შეფერხებები არ ჰქონიათ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?