მთავარი სიახლეების არქივი

დავით დუმბაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე აგრძელებს მოსახლეობისთვის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის ჩაბარებას და მათთან ერთად სამომავლო პროექტების განხილვას. მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - ზესოფლისა და ზვარის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა ზესოფლის ცენტრის კეთილმოწყობისთვის, სადაც ასევე წმ.სერაფიმ საროველის სახელობის ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს, საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის დაგებისთვის და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს კვლავ განხორციელდება. წლის განმავლობაში, ზვარის ცენტრი განსაკუთრებულად მიმზიდველი ტურისტებისთვისაა, ამიტომ დაგეგმილია უსახური შენობების აღება, ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოების გაგრძელება, ზვარის მიმართულებით საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა და ა.შ. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით განხორციელდება. შეხვედრას ორგანიზებას ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ამირან ჯაბნიძე უწევდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?