დაუსაქმებელ ახალგაზრდა ქალებთან ქედაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსა" ბათუმის ამერიკულ კუთხესთან პარტნიორობით აჭარის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში( ქედა, შუახევი , ხულო) ახორციელებს პროექტს "სოფლად მცხოვრები ქალების ხმა", რომლის ფარგლებში დაუსაქმებელ ქალბატონებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 16-35 წლამდე დაუსაქმებელ გოგონებს და ქალებს.
პროექტის მიზანია ქალთა და გოგონების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების და შესაძლებლობების შესახებ , რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ქალთა და გოგონათა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას.
პროექტის მიზანი:
* ქალთა და გოგონათა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფები შექმნა.
*არაფორმალური განათლების საშუალებით შექმნა გარემო სოციალური ცვლილებებისათვის.
*ქალთა და გოგონათა გაძლიერება, იმისათვის რომ სწორად შეძლონ თავიანთი საჭიროებების გამოხატვა.
*მჭიდრო კავშირების დამყარება მუნიციპალიტეტებისა და პარტნიორ ორგანიზაციათა შორის განათლებასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. .
*ქალთა და გოგონათა ცნობიერების ამაღლება შრომით - რეპროდუქციულ უფლებებზე, სოციალურ მედია ადვოკატირებაზე, ფინანსურ წიგნიერებაზე, დასაქმების უნარებსა და შესაძლებლობებზე.
პროექტის ფარგლებში კონკურსის საფუძველზე ჯამში შეირჩევა 30 ქალი, რომლებიც გაივლიან სასწავლო მოდულს შემდეგ თემებზე:
*სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები;
*შრომის და რეპროდუქციული უფლებები;
* სოციალური მედია ადვოკატირების საფუძვლები;
*ფინანსური წიგნიერება;
*დასაქმების უნარები და დასაქმების შესაძლებლობები.
პროექტის ფარგლებში დაუსაქმებელ ქალებსა და მოსწავლე გოგონებში მეწარმოების პოპულარიზაციის, სოფლად ბიზნესის დაწყების და პროფესიული სწავლების სტიმულირების მიზნით მოეწყობა მეწარმეობის კვირეული საწარმოებთან თანამშრომლობით.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე : http://bit.do/eKpAx 31 მარტის 18:00 საათამდე.
მისამართი: ბათუმი, ლერმონტოვის ქ. #91
საკონტაქტო პირი: მარიამ ქველიაშვილი 555 11 55 91;
გურანდა გოგიტიძე 599 14 10 68
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |