მთავარი სიახლეების არქივი

დანდალოში წელს განსახორციელებელი პროექტები ხალხმა დაგეგმა

დავით დუმბაძე გოგიაშვილების, ტაკიძეების, დანდალოს, ხარაულის, ჯალაბაშვილების, მოსიაშვილებისა და ბალაძეების მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა. ქედის გამგებელმა გასული წლის საქმიანობა მათთან ერთად შეაჯამა - 14 ეკომიგრანტი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა, ხარაულა-ჯალაბაშვილების გზის მოასფალტება, ამავე სოფლებისთვის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა, გოგიაშვილების სარწყავი არხის მოწყობა, მეწყერით დაზარალებული ნაზი ჩხუბაძის საცხოვრისის აღდგენითი სამუშაოები, გარდა ამისა 11 მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული პროექტები და ა.შ. ასევე საგზაო დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში მოეწყობა ასფალტობეტონი გოგიაშვილები-ტაკიძეების მიმართულებით, მოეწყობა ბეტონის საფარი ტაკიძეები-დანდალოს მიმართულებით და სხვა - ადგილობრივებმა თვითმმართველობას მადლობა გადაუხადეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა წელს განსახორციელებელი პროექტები თავად დანდალოელებთან ერთად დაგეგმა: მემორიალის რემონტი, ცენტრის კეთილმოწყობა, ღობეების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და გარე განათებების მოწყობა, ტაკიძეების სოფლის სახლის რემონტი, საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები და სველი წერტილების მოწესრიგება - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ გეგმებისა, ხალხის აზრის გათვალისწინებით რომ განახორციელებს გამგეობა. დავით დუმბაძე სოფელ მოსიაშვილების ახალგაზრდობას ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობასაც დაპირდა. მორიგ შეხვედრას ქედის გამგებელი ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?