მთავარი სიახლეების არქივი

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პროგრამა

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

ღონისძიების ადგილი: დაბა ქედა, ყედირ შერვაშიძის სკვერი, დაბა ქედის ცენტრალური პარკი.

პროგრამის დასაწყისი: 11:00

11:00 - ყედირ შერვაშიძის ბიუსტის გვირგვინითა და ყვავილებით შემკობა, საქართველოს ჰიმნი!

11:30 - მსვლელობა დროშებით სკვერიდან ცენტრის მიმართულებით; ფლეშმობი ახალგაზრდების შესრულებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბეთლემი“, სახელოვნებო სკოლის ქორეოგრაფიული ჯგუფი ,,საუნჯე“ და ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ფესვები“.

დაბა ქედის ცენტრში თემატური გამოფენა მოეწყობა.

ასევე, გაიმართება სპორტული ღონისძიებები:

12:00 - დაბა ქედის ცენტრში მარათონის გახსნა, გამარჯვებულების დაჯილდოება.

მოეწყობა ფრანების შოუ.

13:00 საათი - ქედის არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე მოეწყობა შეჯიბრი ბირთვის კვრაში. გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება.

14:00 - ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ქედის კულტურის სახლთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური ანსამბლების კონცერტი გაიმართება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?