CENN-ის წარმომადგენელმა ,,ქალთა ოთახი"-ში შეხვედრა გამართა
ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთხი"-ში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის CENN-ის პროექტის მენეჯერმა ნინო გაფრინდაშვილმა სხვადსხვა ადმინისტრაციული ერთეულებიდან მოსულ ქალბატონებთან გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გამართა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების და სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის შესახებ. მათ ასევე დაურიგდათ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წევრობის განაცხადის ფორმები. ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი განვითარების გამოწვევები და საერთო ინტერესის მქონე საკითხები.პროექტი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება; სტრატეგიული მიმართულებებით ინოვაციური პროექტების განხორციელება ქვეგრანტების საშუალებით; პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციას, მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვასა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო გარემოს დაცვითი პრაქტიკის დანერგვას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის,ENPARD-ის ფარგლებში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.