მთავარი სიახლეების არქივი

BFDW-ის პროექტის პრეზენტაცია ქედაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა - მარიამ ოზაშვილმა და ილონა დიასამიძემ, დღეს ქედის თვითმმართველობის მოხელეებისთვის, პროექტის - ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში" (BFDW- ფონდი ,,პური მსოფლიოსთვის") ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფასილიტატორებმა ისაუბრეს მცირე გრანტის გაცემის შესახებ, რომელიც მოხმარდება წყლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იმ სოფლებში, სადაც წყლის დეფეციტი მწვავედ იგრძნობა.

პროექტტის განხორციელების სამუშაო პერიოდია: 01.01.2018/31.12.2020 წლები და მისი მოსალოდნელი შედეგებია:

  • მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის ფორმირება;
  • ქართული კანონმდებლობის გაუმჯობესება სოციალურ-ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობის გაჯანსაღების კუთხით;
  • ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე უკეთ ინფორმირებული საზოგადოება.
თვითმმართველობის მოხელეებისთვის შეხვედრა პროდუქტიული იყო და შესაბამისმა სპეციალისტებმა წინადადებებზე მუშაობა უკვე დაიწყო.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?