მთავარი სიახლეების არქივი

ბენეფიციარებს NAF-ისგან სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

,,სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისების უზრუნველყოფა" პროგრამის ფარგლებში, ქედაში 9 ბენეფიციარს სააღდგომო ფუთები არსამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულმა ფონდმა" - NAF-მა გადასცა. პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და მოხალისეობრივ საქმიანობას გამგეობის 6 მოხელე კვირაში ერთხელ ეწევა. მოხალისეებმა სააღდგომო საჩუქრები ბენეფიციარებს ბინაზე მიუტანეს, რამაც ისინი ძალიან გაახარა. პროექტი ქედაში ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს არბაითენ სამარიტელთა ბუნდი“-სა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?