მთავარი სიახლეების არქივი

ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ქედაში ტრენინგები იმართება

მეორე დღეა ქედის თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ტრენინგები იმართება, რომლის მიზანია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში საკუთარი პასუხისმგებლობების გააზრება და ამ კუთხით ცოდნის გაზრდა. ტრენინგები საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ეგიდით ტარდება. იგი დაფუძნებულია მინი ლექციებზე, ჯგუფურ სამუშაოებზე, გონებრივ იერიშზე, შემთხვევათა განხილვაზე, როლურ თამაშებსა და დისკუსიებზე. სამუშაო შეხვედრებისას განიხილავენ ისეთ თემატიკას, როგორიცაა: ბავშვის მიმართ ძალადობის დეფინიცია, ძალადობის ფორმები, კანონმდებლობის მიმოხილვა, მიმართვიანობის პროცედურები, ძალადობის იდენტიფიკაცია, მონიტორინგის მეთოდები და ა.შ. მინი ლექციები ხვალ ოფიციალურად დასრულდება, შედეგად მონაწილეები გაიზიარებენ რეფერირების პროცედურებში მუნიციპალიტეტის როლს, სხვა უწყებებთან თანამშრომლობის გზებს, ასევე ბავშვთა ძალადობასთან და მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?