მთავარი სიახლეების არქივი

ბაჩუკი ბერიძეს კვლავ ჩვენი თანადგომა და დახმარება სჭირდება

ქედის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს - ბაჩუკი ბერიძეს, ღვიძლის ტრანსპლანტაცია სასწრაფოდ ესაჭიროება. მას ასევე საყლაპავი ვენების ვარიკოზული გაგანიერება აქვს. ოპერაცია ბელორუსიაში უნდა გაკეთდეს, რისთვისაც 23 000 ლარია საჭირო. ოჯახი სოციალურად დაუცველია და შესაბამისად, გასაწევი ხარჯების საშუალება არ გააჩნია. ბაჩუკის დასახმარებლად უკვე ჩატარებული ოპერაციებისთვის ქედის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში არაერთი საქველმოქმედო აქციები გაიმართა. ,,სიკეთე გადამდებია" - ამ დევიზით ქედაში ხელოვანები, მოსწავლეები და საჯარო მოხელეები ბიჭუნას დასახმარებლად კვლავ გაერთიანდნენ. 29 მარტს ქედის კულტურის ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც ბაჩუკი თავად ღებულობდა მონაწილეობას. ამაღელვებელი იყო მის მიერ დუეტში შესრულებული ,,განდაგანა". პატარა ბიჭუნა კვლავ ჩვენი თანადგომის ამარაა! ერთად გადავირჩინოთ ბაჩუკის სიცოცხლე!

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?