ავთანდილ მესხიძე ქედის მოსახლეობას 2018 წლის პროგრამებს აცნობს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ამ წუთებში, ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2018 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების პრეზენტაციას აცნობს, რომელსაც ასევე ესწრებიან საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, ა.მ.ა.გ.ი (აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების), თავმჯდომარეები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ფერმერები. შეხვედრა ოფიციალურად მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ გახსნა. მიმდინარე წელს ქედის მუნიციპალიტეტში განხორციელებული იქნება, ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარება, რძის წარმოება-რეალიზაციის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა, ახალი სანერგე, საჩითილე და სანაშენე მეურნეობის მოწყობა, აგრარული ექსტენციის მიწოდება ფერმერებზე. 2018 წელს, სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 975 227 ლარით გაიზარდა და 10 168 575 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს სამინისტრო განახორციელებს 8 პროგრამას, რომელიც მოიცავს 18 ქვეპროგრამას.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |