მთავარი სიახლეების არქივი

ახალგაზრდებისთვის მთა ნაკონაღვარზე ლაშქრობა მოეწყო

ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა ახალგაზრდებისთვის მოლაშქრეთა კლუბ "ბედნიერი ბილიკები“-ის ფარგლებში მთა ნაკონაღვარზე ლაშქრობა მოაწყო.

მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე მოლაშქრეებს შეხვდა. ისაუბრეს გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, მოისმინა მათი წინადადებები და მხარდაჭერა გამოუცხადა.

მივესალმები თქვენს ინოვაციურ იდეებს, მუნიციპალიტეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და გაძლიერება, წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდა ჩვენი ქვეყნის მომავალია - აღნიშნა როლანდ ბერიძემ.

მოლაშქრეთა კლუბ "ბედნიერი ბილიკები“-ის თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა კვლავ გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან.

მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook გვერდს: Keda Tourism Development Center LLC.

მერი, ასევე შეხვდა მთა ნაკონაღვარის მოიალაღეებს, მოისმინა მათი საჭიროებები. მოსახლეობას გადაეცა სასმელი წყლის მილები, რაც აღმოფხვრის მთაში წყლის პრობლემას.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?