მთავარი სიახლეების არქივი

ადგილობრივი ბიუჯეტი 1 602 600 ლარით გაიზარდა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/06 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე ესწრებოდა.

სხდომაზე პირველი საკითხი - „„ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ წარადგინა. ცვლილების შესაბამისად, ქედის ადგილობრივი ბიუჯეტი 1 602 600 ლარით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი საკითხია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის.

სხდომაზე მე-2 საკითხად საკრებულოს წევრებმა განიხილეს „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებები. კერძოდ, სამსახურს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაემატა ფუნქციები, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის განხორციელებასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.

მესამე საკითხად წარდგენილი იქნა „„საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 მაისის №13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ" განკარგულების პროექტი. როემლიც ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შესათანხმებლად უნდა გადაიგზავნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში, ასევე მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგიტრაციაში გატარების მიზნით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. საკრებულომ იმსჯელა დადგენილების მიღების ვადები გაახანგრძლივოს გონივრული ვადით და ნორმატიული აქტის გამოცემის პერიოდი ივლისის თვე განსაზღვრა.

წარმომადგენლობითმა ორგანომ დამატებით მე-4 საკითხად განიხილა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, რაც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?