მთავარი სიახლეების არქივი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქედაში პროგრამები წარადგინა

ქედელ ფერმერებს, გამგებლის წარმომადგენლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს, აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ დღეს 2017 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები პრეზენტაციის სახით გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აგრარული და გარემოს დაცვის კომისიის წევრები და მუნიციპალიტეტის პირველი პირები. სიახლის სახით, წელს ქედაში ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაა დაგეგმილი, რომელიც მომსახურების ცენტრის შექმნას გულისხმობს. როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნულ ცენტრში მოხდება ფერმერის მიერ ნამეტი პროდუქციის პირველადი დამუშავება, შეფუთვა და მისთვის საბაზრო სახის მიცემა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი კი 2 644 540 ლარია. ქედის მოსახლეობა კვლავ ისარგებლებს მაღალეფექტური მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის პროგრამით. აქედან ქედაში 24 ფერმერზე 2 680 ძირი კაკლის ნერგი გაიცა, რომელიც 8.12 ჰექტარზე გაშენდა. ასევე ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კარტოფილისა და ნიორის სარგავი მასალის პროგრამაში, რომლის ფარგლებში A კლასის ჰოლანდიური სარგავი მასალის გარდა, სასუქი და ჰერბიციდებიც გადაეცემათ. პრეზენტაციის დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ფერმერების შეკითხვებს სამინისტროს, უმაღლესი საბჭოსა და თვითმმართველობის მოხელეები პასუხობდნენ. მინისტრისა და ქედის გამგებლის ინიციატივით, ქედაში აგრო მარკეტის მშენებლობაც დაანონსდა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?