მთავარი სიახლეების არქივი

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, იმედა ვასაძემ, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან, ეკატერინე ქაჯაიასთან ერთად, ხანდაზმული პედაგოგი, ესმა ბერიძე მოინახულა, პროფესიული დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.


ესმა ბერიძე 1930 წელს სოფელ ზესოფელში დაიბადა. ჰყავს 5 შვილი, 9 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი. ამჟამად ქალბატონი ესმა, პენსიონერია. ესმა ბერიძემზესოფლის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ 1944 წელს დაამთავრა ქედის საშუალო სკოლა და მუშაობა დაიწყო ძენწმანის სკოლაში, ხოლო 1945-1961 ზესოფლის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.
მიღებული აქვს მრავალი ქების სიგელი, ჯილდო. აქვს სკოლასა და ბაღში მუშაობის 54 წლიანი გამოცდილება. სოფელს არაერთი წარმატებული თაობა აღუზარდა. ქედის რესურსცენტრმა როგორც წარმატებულ პედაგოგს, ქების სიგელი გადასცა.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?