მთავარი სიახლეების არქივი

26 მაისისადმი მიძღვნილი კვირეული ქედაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ქედაში, დღეს სიმბოლურად, ქედის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თემატური პუბლიკაციებისა და ნახატების გამოფენით გაიხსნა. მოეწყო სემინარი - ,,ყადირ შერვაშიძე", რომლის ფასილიტატორი ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორი ლია მახარაძე გახლდათ. სემინარში მონაწილეობას ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. პირველი აჭარელი ექიმის, თამარ მეფის ორდენის კავალერისა და საზოგადო მოღვაწის - ყადირ თუფანის ძე შერვაშიძის ბიოგრაფია ახალგაზრდებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ყადირ შერვაშიძე 1887 წლის 20 ივლისს, ქედაში თუფან-ბეგ შერვაშიძის ოჯახში დაიბადა. მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აქტს (1918 წ. 26 მაისი). 1918 წლის 10 სექტემბერს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულმა კომიტეტმა“ , ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებისთვის, წმინდა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 1916 წელს სამშობლოს პატრიოტმა საკუთარი ორსართულიანი სახლი ქედაში საჩუქრად გადასცა სტაციონარის მოსაწყობად. 1919 წლის 8 მაისს, 32 წლის ასაკში, ბრძოლაში მტრის ტყვიას, მოღალატეთა ხანჯალს მრავალჯერ გადარჩენილი მხედართმთავარი ტიფის ეპიდემიას ემსხვერპლა, თუ მოშურნეთა საწამლავს შეეწირა, დაკრძალულია ქედაში. კვირეული ქედაში 26 მაისს დასრულდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?