25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაციის დღეა


,,25 თებერვალი ქართულ პოეზიაში" - ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ამ სახელწოდების ღონისძება საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა. კოლაუ ნადირაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ანა კალანდაძე, ნიკო ლორთქიფანიძე და ა.შ. - მოსწავლე-ახალგაზრდობის წრის ბავშვებმა ლექსები და ამონარიდები მათი შემოქმედებიდან წაიკითხეს. ერთგვარ სალონურ შეხვედრას ქედის გამგებელი, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, გამგეობის სხვა წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს დავით დუმბაძემ ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ისტორიული ექსკურსი გააკეთა -,,დღეს ყველა ქართველის ტკივილის დღეა. 1921 წელს ჩვენი სამშობლოს 3 დღიანი დამოუკიდებლობა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მოექცა. გმირებმა, ნაცნობმა თუ უცნობმა სახელებმა, რომლებმაც არ შეეპუენ რეჟიმს, გარდატეხა შეიტანეს საქართველოს ისტორიაში. მათი სისხლის ფასად გვაქვს დღეს ქვეყანა დამოუკიდებელი, დემოკრატიული. ქედს ვიხრი და თაყვანს ვცემ ყველა იმ გმირის ხსოვნას, ვინც საქართველოს გამო საკუთარი სიცოცხლე გაიღო და თავი შესწირა". ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ანსამბლი ,,ელესა" და ,,ჩანგი". ამაღველვებელი და ემოციური იყო ირინე დევაძის მიერ შესრულებული ,,განთიადი". მამუკა ფარტენაძემ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა უაღრესად საინტერესო შეხვედრისთვის.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |