მთავარი სიახლეების არქივი

24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები

24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ქედაში დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები.

სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკა. ამ ეტაპზე სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზები 25 მიმართულებით გაწმენდილია. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება შიდა სასოფლო-საუბნო გზები და საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყერი, გაწმენდილია 50 ლოკაცია.



მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან რომან დავითაძესთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად სოფელ ახოში და ჩეტკიძეებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.



ასევე, აჭარის საავტომობილო გზების ქედის განყოფილების უფროსთან გოჩა ბერიძესთან ერთად საავტომობილო გზებზე და საცხოვრებელ სახლებთან განვითარებული მეწყრული ლოკაციები მოინახულა.


მეორე დღეა, აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და მუნიციპალიტეტის ,,სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი“ კომისია განვითარებული მეწყერის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ტერიტორიებს სწავლობს.



ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური, მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.
მოქმედებს ცხელი ხაზი: 595 08 43 31 - მამუკა ფარტენაძე.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?